20:28 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-14 14:22:22, 643 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - თუ „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს ჩვენს მოთხოვნებს, მზად ვართ პარლამენტში შევიდეთ

„მოქალაქეები“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს მათ მოთხოვნებს, მზად არიან, რომ ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ.

როგორც ელისაშვილი ამბობს, მათი მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და ელექტრონულ არჩევნები.

„მეხუთე რაუნდი უსაშველოდ გაიწელა და როდის იქნება არ ვიცით და ამასობაში დაგვემხო ქვეყანა თავზე. მე და ლევან იოსელიანი გადაწვეტილებებს თავად ვიღებთ, არ ვეკითხებით არც ივანიშვილს და არც სააკაშვილს, მით უმეტეს გიგა ბოკერიას. გვინდა ოპოზიციაში გავმართოთ კონსულტაციები მათთან, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და გაბედულება, რომ მიიღოს თამამი გადაწვეტილება. თუ „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს იმას, რასაც ვითხოვთ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასა და ელექტრონულ არჩევნებს, მზად ვართ რომ შევიდეთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics