19:45 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-13 13:00:25, 804 ნახვა

პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ სწორედ ქარაქუცა ოპოზიციამ დაამარცხა ბიძინა ივანიშვილი 31 ოქტომბერს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ჩიხლაძე აცხადებს, სწორედ ქარაქუცა ოპოზიციამ დაამარცხა ის 31 ოქტომბერის არჩევნებში.

„ამ ქარაქუცა ოპოზიციამ, დაამარცხა თუნდაც 31 ოქტომბრის, თუნდაც გაყალბებულ არჩევნები. ჩვენ ვნახეთ ამ ქარაქუცა ოპოზიციამ თავისივე გაყალბებული რიცხვებით 52 პროცენტი აიღო, ხოლო ქართულმა ოცნებამ 48 პროცენტი, ხოლო ამ ქარაქუცა ოპოზიციას და მსგავს დამაკნინებელ ეპითეტებს შევეშვებოდი  და ივანიშვილს ვურჩევდი კობახიძის ენით ნუ ესაუბრება ოპონენტებს.

ახალი ოპოზიციური პარტიის გაჩენა ეს არავის ნებაზე არაა დამოკიდებული, სამწუხაროდ ივანიშვილს ჰგონია, რომ შეიძლება ოპოზიციაც კი დანიშნოს, ისე როგორც ნიშნავს მთავრობას ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ოპოზიცია არის მრავალფეროვანი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პირველ არხზე, გადაცემა "თავისუფალ ხედვაში" იმყოფებოდა. როგორც ბიძინა ივანიშვილიმა განაცხადა, "ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს "ქართულ ოცნებას"..





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics