13:32 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 22:46:05, 830 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის არ მონაწილეობს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის არ მონაწილეობს ქვეყანაში რომელიმე ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში.

ამის შესახებ  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო დღეებში ცალკეული მედიასაშუალებები, შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს მე რეკომენდაციას ვუწევ ქვეყანაში ჩინური წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას, რაც სინამდვილეს არ შეეფერება

ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი:

1. მე ვხელმძღვანელობ მხოლოდ COVID-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფს, არ ვარ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და შესაბამისად, არ ვმონაწილეობ ქვეყანაში ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში საკონსულტაციო დონეზეც კი.

2. რამდენადაც ვიცი, ამჟამად ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალიან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ხარისხიანი ვაქცინის რაც შეიძლება დროულად შემოტანაზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინასთან დაკავშირებით მწარმოებელ ქვეყნებთან და კომპანიებთან. პროცესში ჩართულია ჯანმო-ს ხელმძღვანელობა. ქვეყნის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ შემოიტანონ მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმო-ს პრეკვალიფიკაცია (რეკომენდაცია) ან რომელიმე სერიოზული მარეგულირებლის (FDA და სხვ.) რეკომენდაცია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად ვაქცინებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო შესაძლოა, გაძნელდეს ან ვერც მოხერხდეს მაინცდამაინც იმ კონკრეტული ვაქცინის შემოტანა, რომელიც ქვეყანას ყველაზე მეტად აწყობს.

3. პირადად მე საქართველოსთვის ოპტიმალურად მიმაჩნია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის მაღალი ხარისხის და სანდოობის (არანაკლები, ვიდრე Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინები) და ამავე დროს ის თავისუფალია ბოლო ორი ვაქცინისთვის აუცილებელი ლოჯისტიკური სიძნელეებისგან. კერძოდ, AstraZeneca-ს ვაქცინა არ საჭიროებს შენახვის და ტრანსპორტირებისათვის -800 ან -200 რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე. ჩემი ეს პოზიცია მკაფიოდ არის დაფიქსირებული ყველა ინტერვიუში და გასულია ტელევიზიით „tv-ფორმულა“-ში, „ფორმულა News“-ის ა.წ. 9 იანვრის საღამოს გადაცემაში (20:21 სთ) და „TV იმედში“ ა.წ. 11 იანვრის „ქრონიკის“ დილის გადაცემაში (11:18 სთ).

4. რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა, იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილიადა სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მით უმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის“, -  წერს თენგიზ ცერცვაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics