23:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 14:10:18, 756 ნახვა

საზოგადოება
პაატა იმნაძე - ჩვენმა სისტემამ ხარვეზებით, მაგრამ მაინც გაუძლო მსოფლიოში ყველაზე მაღალ ავადობას

ჩვენმა სისტემამ ხარვეზებით, მაგრამ მაინც გაუძლო მსოფლიოში ყველაზე  მაღალ ავადობას 100 ათას მოსახლეზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივება საჭიროა, რათა იყოს იმის გარანტია, რომ მესამე ტალღას დავუძვრებით.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში მესამე ტალღაა. ის, რაც ჩვენ გვქონდა ყველასთვის მეორე ტალღაზე და ჩვენთვის პირადად პირველ ტალღაზე ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში, გავუძელით, მსოფლიოში ყველაზე მაღალ ავადობას 100 ათას მოსახლეზე. სისტემამ გაუძლო ხარვეზებით, მაგრამ გაუძლო. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ არ გვინდა იყოს მესამე ტალღა, ამიტომაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ცოტა კიდე გავუძლოთ და კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, რათა გვქონდეს იმის გარანტია, რომ მესამე ტალღას გავუძვრებით. ჩვენი გახსნების შედეგად ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება, ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინაციაც, წამოგვეწევა სითბოც და ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გაცილებით უფრო მშვიდად ზაფხულის პერიოდამდე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics