19:08 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 12:05:56, 525 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი ადამიანია, რომელმაც ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელზეც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა.

„ბუნებრივია, ადამიანურად, ჩემთვის და ყველა ჩვენი თანაგუნდელისთვის, გულდასაწყვეტია მისი ეს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი, ჩემი აზრით. დღეს მან გადაწყვიტა, რომ ამ პროცესსში, მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი და მთავარი ფაქტორი, არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, რომელიმე ერთ პირზე დამოკიდებული და ეს უნდა უზრუნველყოს კიდევუ ფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყო დამოუკიდებელი ინსტიტუტების ერთობლიობა.

ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ, ეს ასეც იქნება და საქართველოგ ააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელიც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა და მე ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევას „ქართული ოცნების“ გუნდი წარმატებით გაართმევს თავს, რადგან უკვე არსებობს დემოკრატიის ისეთი საფუძვლები ჩაყრილი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც საბოლოო ჯამში გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოფს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics