|
2021-01-10 14:28:44, 1045 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებულ გაგრაში კვლავ ხანძარია - წვიმამ ცეცხლის გავრცელება ვერ შეაჩერა
ოკუპირებულ გაგრაში წვიმამ ხანძარი ვერ შეაჩერა და ცეცხლი ისევ განაგრძობს გავრცელებას, - ამის შესახებ ინფორმაციას, აფხაზური მედია, გაგრის სახანძრო-სამაშველო ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გაგრის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავიდ ბგანბამ განაცხადა, ცეცხლი განაგრძობს გავრცელებას. ამავე დროს, დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება. „ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეები მორიგეობენ“, - განაცხადა ბგანბამ. შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც ოკუპირებილ გაგრაში ძლიერი ხანძარია, რომლის ლოკალიზებაც ვერ ხერხდება. მედიაში გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ცეცხლი დასახლებულ ადგილებს უახლოვდება. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დახმარება შესთავაზეს და პასუხის მიღებისთანავე ჩაერთვებიან ხანძრის ქრობის პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)