|
2021-01-09 15:29:15, 1234 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების მინისტრი - საქართველოსგან დახმარება მიუღებელია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინიამ განაცხადა, რომ აფხაზეთისთვის "საქართველოს დახმარება მიუღებელია". აღნიშნულის შესახებ ლევ კვიცინიამ "ეხო-კავკაზა"-სთან ინტერვიუში განაცხადა. "პირველად მესმის თქვენგან, რომ საქართველო გვთავაზობს რაიმე სახის დახმარებას, საქართველოს დახმარება ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ ეს გამოგონილია. არანაირი მოლაპარაკება, მოლაპარაკებების მცდელობაც კი არ ყოფილა და არც შეიძლება არსებობდეს. ჩვენ არასდროს გვქონია კონტაქტი ქართველებთან", - განაცხადა ლევ კვიცინიამ. ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების ე.წ მინისტრი ასევე აცხადებს, რომ მათ დახმარებისთვის არც რუსეთისთვის მიუმართავთ, რადგან ამის საჭიროება არ არის. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)