00:59 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-09 14:02:12, 680 ნახვა

საზოგადოება
რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, მისი რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერდა

რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის განცხადებით,  მისი რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერდა.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის მომდევნო კვირის განმავლობაში, საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის წარდგენას გეგმავს.

„30 დეკემბერს ყრილობამ ამირჩია პრეზიდენტად, მომცა ლეგიტიმაცია, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატის შეტანილი სარჩელის საფუძველზე, ტექნიკური ხარვეზის მიზნით შეგვიჩერდა რეგისტრაცია. მომდევნო კვირას ჩვენ შევიტანთ საჯარო რეესტრში დოკუმენტებს.

ყველა ის წერილი იქნება დართული, როგორც ყველა კანდიდატის, როცა ჩვენ მოვითხოვეთ გადადება, ასევე იყო მერე კარანტინი, მერე იყო შეზღუდვები და მთავრობის სარეკომენდაციო წერილი. ამის საფუძველზე იქნა მოთხოვნა მთავრობიდან, სარეკომენდაციო სახის იყო რა თქმა უნდა, რომ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე ჩატარებულიყო არჩევნები. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და სამივე კანდიდატი ვიყავით ამაზე თანახმა. ცოტა უხერხულად მიმაჩნია, რომ როცა 7 დეკემბერს“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics