2021-01-08 18:07:39, 681 ნახვა
კომენტარი
ექიმის განცხადებით, მიშო ახლოურისთვის გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო
ინგოროყვას კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელი, ანა დალაქიშვილი აცხადებს, ძმის მიერ მოკლულ მიშო ახლოურისთვის გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.
მისი თქმით, პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხდერხდა.
„ჩვენს კლინიკაში შემოყვანილ იქნება 6 იანვარს, 01:23 წუთზე სასწრაფოს დაქმარების მიერ დიაგნოზით შემავალი ჭრილობა გულ-მკერდის არეში. პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები და 01:28 საოპერაციო ბლოკში ავიყვანეთ, სადაც პაციენტს ჩაუტარდა გულის გაკერვა. თუმცა მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და 02:25 წუთზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ანა დალაქიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან