18:36 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 11:17:36, 848 ნახვა

პოლიტიკა
სენატორმა შაჰინმა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მაგალითად 2012 წლის საქართველოს არჩევნები მოიყვანა

სენატორმა ჯინ შაჰინმა კაპიტოლიუმის შენობაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, განახლებულ სხდომაზე ისაუბრა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემაზე და აღნიშნულის მაგალითად, საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიყვანა.

როგორც შაჰინმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2012 წელს საქართველოს მოსახლეობას ჰქონდა შიში, რომ სააკაშვილი არ დათმობდა ხელისუფლებას და აღნიშნული ძალადობაში გადაიზრდებოდა.

„სენატის ბევრი წევრის მსგავსად, მსოფლიოს გარშემო ბევრ განვითარებად ქვეყანაში ვყოფილვარ, მათ შორის საქართველოში, სადაც 2012 წელს ჩავედი სენატორ რიშთან ერთად, რათა დავკვირებოდით სენატის სახელით საპარლამენტო არჩევნებს. ეს იყო ბრძოლა პარლამენტში შესასვლელად, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ქვეყანაში იყო შიში, რომ სააკაშვილი არ დათმობდა ხელისუფლებას და ეს ძალადობაში გადაიზრდებოდა. მე და სენატორი რიში მივედით სააკაშვილთან არჩევნების შემდეგ და ვუთხარით, რომ მან იშრომა 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი, დემოკრატიის სიდიადე კი იმაშია, რომ ხელისუფლება შვიდობიანი არჩევნების შემდეგ უნდა გადაებარებინა ადამიანისთვის, რომელმაც მოიპოვა ხალხის ხმათა უმრავლესობა, კერძოდ, „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics