17:53 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-06 10:52:17, 776 ნახვა

მსოფლიო
Grammy-ს დაჯილდოების ცერემონია 14 მარტამდე გადაიდო

კორონავირუსის პანდემიის გამო, გრემის 2021 წლის დაჯილდოება მარტამდე გადაიდო.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გამოცემის ცნობით, მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონია 31 იანვარს უნდა ჩატარებულიყო.

ლოს ანჯელესსა და კალიფორნიაში ინფიცირებულთა რიცხვის გამო, ღონისძიება 14 მარტს გაიმართება.

„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი მუსიკალური ინდუსტრიის წარომადგენლებისა და იმ ასობით ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ვინც დაუღალავად მუშაობს შოუს წარმოებაზე“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ცნობისთვის, გრემის წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტთა სიაში, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბერში გამოქვეყნდა, დუა ლიპა, ტეილორ სვიფტი და ბიონსე იყვნენ წარდგენილნი.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics