18:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-04 11:15:11, 652 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კახიანი - ოპოზიციასთან შეხვედრამდე, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სიფრთხილით ვუდგებით

ოპოზიციასთან შეხვედრანდე, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სიფრთხილით ვუდგებით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა, საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი კახიანი იმედოვნებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე, მიღებული იქნება კონკრეტული შედეგი.

"ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკურ მოვლენა, რომელიც უახლოეს მომავალში გველოდება არის შეხვედრების მომდევნო რაუნდი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ რაუნდზე გადაწყდება საბოლოოდ საკითხი და ჩვენ კონკრეტულ შედეგს მივიღებთ, რაც აისახება იმაში, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი შემოვა პარლამენტში, ამიტომ ვიდრე ეს შეხვედრა არ შედგება, ჩვენ სიფრთხილით ვუდგებით უფლებამოსილებების შეწყვეტის საკითხს", - განაცხადა გიორგი კახიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics