17:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 15:48:32, 749 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - კობახიძეზე კომენტარს არ გავაკეთებ, არასერიოზული ღლაპია

„კობახიძეზე კომენტარს არ გავაკეთებ, არასერიოზული ღლაპია“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა მმართველი პარტიის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ზოგიერთმა პარლამენტში არ შესულმა დეპუტატმა ხელფასი მოითხოვა.

უგულავას თქმით, რეალურად „ქართული ოცნება“ მარტო დარჩა და ეშინია.

„კობახიძეზე კომენტარს არ გავაკეთებ, არასერიოზული ღლაპია და მხოლოდ და მხოლოდ საუბრობს იმისთვის, რომ მერე თქვენ, ჟურნალისტებმა ამ თემაზე ილაპარაკოთ.

სინამდვილე არის ის, რომ „ქართული ოცნება“ არის მარტო, მათ არ ეყოთ პოლიტიკური ერთი ადგილი, რომ ახლავე განეხილათ 55-ვე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, მათ არ ეყოთ თავი რომ რაც იბლატავეს, მაგარ კანონს მივიღებთ და დაფინანსებას ჩამოგართმევთ, „ნაციონალურ მოძრაობას“​ გავუუქმებთ რეგისტრაციასო, სადაა ეს კანონები, რატომ არ იხილავენ? იმიტომ, რომ ეშინიათ“, - განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics