03:32 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 15:00:07, 533 ნახვა

საზოგადოება
60-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე მცხოვრებ 60-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით,  დაკანონების პროცედურები უკვე დაიწყო და 2021 წლის დასაწყისში დევნილი ოჯახები ბინების მესაკუთრეები გახდებიან.  

„დევნილები ამ შენობაში  წლებია ცხოვრობენ, თუმცა, ამ დრომდე,  მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი  დევნილებს შესაძლებლობას მისცემს საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ. მინდა მივულოცო დევნილებს დამდეგი შობა და ახალი წელი და საკუთარ სახლებში ბედნიერი ცხოვრება ვუსურვო“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მიმდინარე წელს, ჯამში, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1900-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics