18:24 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 12:05:59, 1407 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი: ჩემი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა გაძლიერდეს

„თავდაცვის ძალებში ისეთი სტანდარტები შემოვიღე, რომ ამ სტანდარტების გაუარესება ყველას გაუჭირდება, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება ვალდებული და იძულებული, რომ მინიმუმ ეს სტანდარტი შეინარჩუნოს. ჩვენი ჯარისკაცები იმსახურებენ, მართლაც, ყველაფერს საუკეთესოს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნისას ჯარისკაცებისთვის გაცემული ყველა დაპირება, დღეს რეალურ საქმედ არის ქცეული.

ღარიბაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების ფონზე 2020 წელი ჯარისკაცზე ზრუნვის წლად გამოცხადდა და აქცენტი მათი სოციალური პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, სამხედროების კეთილდღეობაზე, კვებაზე, პირადი აღჭურვილობის განახლებაზე და სხვ. გაკეთდა. მისი განმარტებით, თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებთან დაახლოება უწყების გაცხადებული მიზანია და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისას ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან შესაბამისობა გათვალისწინებულია.

„ჩემი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა გაძლიერდეს და, რაც შეიძლება მოკლე დროში, ნატოსთან თავსებადი ძალა გახდეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, თავდაცვის უწყების პროგრესს ქვეყნის პარტნიორები აღნიშნავენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის ერთჯერადი და ყოველთვიური კომპენსაციის დანიშვნის შესახებ, რაც ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს მიღებული გადაწყვეტილება იყო. ასევე, მან გადაცემაში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხებში უწყების მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. „ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, ჩვენ გმირ ჯარისკაცებს, რომლებმაც უმძიმესი ტრავმები მიიღეს ომებში და მათ ყველაზე ძვირფასი, ჯანმრთელობა შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაცვას, კიდევ მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ როგორც ფინანსური, ისე ოპერაციების დაფინანსება, პროტეზირება და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics