18:42 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 10:29:08, 762 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმება დაარღვია

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის მიერ მთიან ყარაბაღში განხორციელებული თავდასხმები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი დეკლარაციის აშკარა დარღვევაა, რომელიც დადგენილია 2020 წლის 9 ნოემბრით.

მათი თქმით, სამხედრო და სამოქალაქო პირები დაშავდნენ თავდასხმის შედეგად, რომელიც მოხდა 26 ნოემბერს, 8 და 11 დეკემბერს და ბოლოს 27 დეკემბერს მოხდა.

განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავს, რომ როგორც სამმხრივი დეკლარაციის ხელმომწერი, პირველადი პასუხისმგებლობა ყველა შეიარაღებული სომხური ელემენტის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებაზე ეკისრება სომხეთს. აზერბაიჯანულმა მხარემ საჭირო პასუხი გასცა სომხეთის შეიარაღებული ელემენტების პროვოკაციებს.

„იმისათვის, რომ გახდეს ხანგრძლივი მშვიდობის მონაწილე, რომელიც რეგიონში უნდა დამყარდეს, სომხეთმა უნდა მიიღოს რეალობა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში შეტაკებების შესახებ 28 დეკემბერს განაცხადეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ალასკის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics