2020-12-28 18:25:36, 770 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ირაკლი ოქრუაშვილის ლექსიკა კატეგორიულად მიუღებელია, პოლიტიკაში ვართ თუ ბოსელში?
„კატეგორიულად მიუღებელია ის ლექსიკა, რაც იყო ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიის პოზიცია, რომ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განაცხადებაზე მსჯელობა მოხდეს.
„კატეგორიულად მიუღებელია ის ლექსიკა, რაც იყო ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაში. ჩვენ პოლიტიკაში ვართ თუ ბოსელში ბოლოსდაბოლოს? ადამიანურად, სწორად უნდა ვისაუბროთ. ჩვენი პოზიცია მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით არის ის, რომ დავსხდებით და ვიმსჯელებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლმა ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძეს „ვეფხისტყაოსნის“ ციტატით მიმართა. ოქრუაშვილმა დაწერა: „თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,