05:47 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 16:51:46, 422 ნახვა

საზოგადოება
116 მიგრანტს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით გრანტი გადაეცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 116 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით  გრანტი გადასცა.

სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკა, ხელსაწყოები და დანადგარები თავადვე შეარჩიეს.

სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის  მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების  რეინტეგრაციის ხელშეწყობა და  მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

„სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. 2020 წელს, სააგენტომ პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 160-მდე მიგრანტი დააფინანსა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics