2015-09-30 16:42:23, 574 ნახვა
საზოგადოება
მერია არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს უფროსების თანამდებობებზე კონკურსს აცხადებს
თბილისის მერია არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს უფროსების თანამდებობებზე კონკურსს აცხადებს. როგორც“ექსპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს შემდეგ თანამდებობებზე: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს უფროსი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, თანამდებობის დასაკავებლად, განაცხადის შევსება 15 დღის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე hr.gov.ge შეეძლებათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან