01:13 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 16:12:29, 476 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, პრეზიდენტ ობამას მიერ საქართველოს ტერიოტორიების საკითხი არ გაჟღერებულა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი CNN-ის ეთერის საშუალებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ობამას და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაგეგმმილ შეხვედრას გამოეხმაურა.

სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ამ შეხვედრის შანსი პრობლემების შექნის გზით მოიპოვა, რომელიც სირიაში ასადის მხარდაჭერაში გამოიხატება.

მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი უკრაინის მოვლენებიდან ყურადღების სხვა თემაზე გადატანაა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების საკითხსაც შეეხო.

„პრეზიდენტმა ობამამ დღეს ისაუბრა უკრაინის შესახებ, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. მან ასევე ახსენა ყირიმიც. სამწუხაროდ არ გაჟღერებულა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელიც ასევე რუსეთის მიერაა ოკუპირებული. თუმცა ამას ხშირად ახსენებენ შეერთებულ შტატებში სხვა ოფიციალური პირები. ეს ყველაფერი არის უკვე პრეზიდენტის მიმართ მნიშვნელოვანი გზავნილი. პუტინს არ გამოუვა, რომ ეს შეხვედრა დიპლომატიური იზოლაციის დასასრულად და მის გამარჯვებად გაასაღოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics