|
2020-12-25 13:16:29, 1037 ნახვა
საზოგადოება
„შატო სვანიძის" ღვინოები უკვე ონლაინ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი
კომპანია "შატო სვანიძის" ღვინოები ონლაინ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია. COVID-19-ის პანდემიის ფონზე, როდესაც ბიზნესის ნაწილს შეზღუდვების პირობებში უწევს ოპერირება, "შატო სვანიძემ" გადაწყვიტა, ონლაინ გაყიდვების მიმართულებით გააქტიურდეს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ღვინოები ამ გზითაც მიაწოდოს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა, „შატო სვანიძე“ არსებულ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება და რეალიზაციის მაჩვენებელს ზრდის. მით უფრო, რომ წინასაახალწლო დღეებში ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა მზარდია. "შატო სვანიძე" უკვე აქტიურად თანამშრომლობს ონლაინ-პლატფორმასთან და წინასაახალწლოდ საკუთარ მომხმარებელს გარკვეულ ფასდაკლებებსაც სთავაზობს. „შატო სვანიძე“ აქტიურად იმკვიდრებს ადგილს, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზეც და აუცილებელია, რომ ეს ტემპი პანდემიის პირობებშიც არ დავარდეს, ამიტომ ამ პერიოდშიც კი, ღვინის საზღვარგარეთ გატანაზე ვმუშაობთ, რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მომხმარებელს წინასაახალწლოდ ფასდაკლებებს და აქციებს ვთავაზობთ ’- განაცხადა გიორგი სვანიძემ. აღსანიშნავია, რომ კომპანია ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კონკურსებში. საერთაშორისო გამოფენა–გაყიდვის „PRODEXPO“-ს ფარგლებში, სადეგუსტაციო კონკურსზე „შატო სვანიძის“ ღვინომ „PRODEXPO“-ს ვარსკვლავი – გრან-პრი და ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. "შატო სვანიძე" წელიწადში 50 ათას ბოთლ ნატურალურ ღვინოს აწარმოებს, კერძოდ 14 სახეობის პროდუქციას: საფერავს, მუკუზანს, რქაწითელს, მწვანე ქისს და ა.შ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)