|
2020-12-25 10:49:00, 398 ნახვა
საზოგადოება
პანდემიამ მოგვცა საშუალება, გავიგოთ უფრო ღრმად, თუ რას ნიშნავს შობა - ჯუზეპე პაზოტომ ახალგაზრდებს შობა მიულოცა
ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ახალგაზრდებს შობის დღესასწაული მიულოცა. როგორც ვიდეომიმართვაში პაზოტო აღნიშნავს, პანდემიამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა მოგვცა საშუალება, გავიგოთ უფრო ღრმად, თუ რას ნიშნავს შობა. "ძვირფასო ახალგაზრდებო! მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს გულში უკვე არის ბევრი სიხარული, თუმცა ზოგი ამბობთ, რატომ არ არის ღამე წირვა, რატომ არ ვართ ამჟამად ბევრნი ეკლესიაში, როგორც ადრე, რატომ ვართ ახლა 8 საათზე სახლში, მაგრამ ეს პანდემიაა და ამ გადაწყვეტილებებმა მოგვცა საშუალება, რომ ჩვენ გავიგოთ უფრო ღრმად, თუ რას ნიშნავს შობა. ეს არის ის საჩუქარი, რომელმაც ღმერთმა გვაჩუქა ამ წელიწადში. რაკი არ გვაქვს სხვა საშუალებები, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რას ნიშნავს იესო დაიბადა და ეს არის ყველაზე დიდი გაცხადება ადამიანისთვის. მე ვამბობ არა მარტო ქრისტიანებისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის, ვინაიდან იესო გახდა ადამიანი. ამიტომ ჩართული არის ყოველი ადამიანი ამ გამოცხადებაში და გისურვებთ, რომ თქვენ თქვენი ადამიანების მსახურება, თქვენი ადამიანების მიმართ პატივისცემა იყოს და თქვენ გაიგოთ, რომ ეს არის ღმერთის პატივისცემა და ღმერთის მსახურება. გისურვებთ სიხარულს და გისურვებთ, რომ ეს სიხარული მოვიდეს, ამოვიდეს ამ საიდუმლოსგან. კარგ შობას გისურვებთ", - განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)