19:37 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 13:14:38, 1397 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს მჭიდროდ კოორდინირებული მუშაობის შედეგად აღმოჩენილ იქნა და ის თავს კარგად გრძნობს.

ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

„თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ დაიწყო გამოძიება აღნიშნული პირის სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობის ფაქტზე. დანაშაული შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც გულისხმობს სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებას, აგრეთვე სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, სამხედრო ნაწილში დროულად გამოუცხადებლობის შემდგომ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა მყისიერად დაიწყეს ზომების გატარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამველ კარაპეტიანი: უკან აღარ დავბრუნდები, სომხეთში 10 წელი ვიმუშავებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics