2020-12-22 23:23:43, 615 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე რუსული ვაქცინის შემოტანის შესახებ - თუ ჯანმოს მიერ აღიარებული იქნება რატომაც არა?
„თუ ჯანმოს მიერ აღიარებული იქნება რატომაც არა?“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსულ ვაქცინაზე საუბარი და განხილვა არ მიმდინარეობს.
„თუ ის იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რატომაც არა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი არაა, თუ იქნება აღიარებული, ისმის კითხვა, რატომ არა, მაგრამ მანამდე სხვებია რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, მშვენიერი ვაქცინაა ჩინური „სინოვაკი“, ისაა ყველაზე მეტად გამოყენებული, მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,