|
2020-12-21 16:46:05, 589 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა
„პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა. როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსი“ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. „ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნების უზურპაცია მომხდარიყო. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნებისთვის მიგვეღწია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. დღეს ამ განცხადებას შევიტანთ პარლამენტში, მანდატებს ვტოვებთ. ძალიან სამწუხარია, რომ ამ ოცი დღის განმავლობაში ვიყავი ავად და მანამდე ვერ მოვახერხე ამ განცხადების შეტანა. ჩვენი პარტიის ყველა ლიდერი იყო ავად კორონავირუსით. ახლა კარგად ვარ, ოპტიმისტური განწყობა მაქვს და ჩვენ ამ განწყობით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)