|
2020-12-21 12:09:22, 558 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: მომდევნო წლებში დაგეგმილია დეკლარაციების შემოწმების ავტომატური სისტემის დანერგვა ყველა ძირითადი გადასახადის მიხედვით
მომდევნო წლებში დაგეგმილია დეკლარაციების შემოწმების ავტომატური სისტემის დანერგვა ყველა ძირითადი გადასახადის მიხედვით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა მეათე მოწვევის პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული სისტემა წარმატებით დანერგილია დღგ-ის დეკლარაციებისთვის. წინასწარ შემუშავებული რისკის კრიტერიუმებით დეკლარაციების სისწორის შემოწმება, მისი თქმით, ეტაპობრივად შეამცირებს გასვლითი საგადასახადო შემოწმებების რაოდენობასა და ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელთა კანონშესაბამისობის ზრდას. „ასევე, შეიქმნება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ავტომატური დარიცხვის პროგრამა, რომლის გამოყენებითაც გადასახადის გადამხდელებს ავტომატურად დაერიცხებათ ბუნებრივი რესურსების ლიცენზიისა და ათვისების გეგმით გათვალისწინებული მოსაკრებლის თანხები. შედეგად, გამარტივდება მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესი და დაზოგავს განცხადების წარდგენისთვის საჭირო დროს. შემუშავდება სავარაუდო დარიცხვის მექანიზმები გადამხდელის მიერ დაუდეკლარირებელ ვალდებულებებზე. აღნიშნული სისტემა სატესტო რეჟიმში ამუშავდება დღგ-ზე და ეტაპობრივად, დაინერგება სხვა გადასახადის სახეებშიც. პროექტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სავარაუდო დარიცხვის ანულირება შეეძლება მარტივად, დეკლარაციის დაზუსტებით", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, მიმდინარეობს საგადასახადო კონტროლის პროცედურების მოდერნიზაციის რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელთა ადრეულ ეტაპზე ინფორმირებას შესაძლო შეუსაბამობასთან დაკავშირებით.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)