19:46 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 12:06:32, 483 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი - ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის მიხედვით, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში

საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის (OBS) მიხედვით, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა,  ივანე მაჭავარიანმა ახალი, მეათე მოწვევის პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

 მისი თქმით,  პოსტპანდემიურ პერიოდში, შეზღუდული რესურსების პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაღალბიუჯეტიანი პროგრამების და პროექტების ეფექტურობას. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით დაგეგმილია რეფორმების განხორციელება. 

„მსხვილი საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობის შეფასება მოხდება მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით, ხოლო მიღებული შედეგების საფუძველზე, თითოეული ეს პროგრამა დაკორექტირდება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები შეფასდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის მიხედვით და დაფინანსდება ყველაზე მაღალი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მქონე პროექტები", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ფისკალური რისკებისა და ვალის მართვის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მომდევნო წლის პირველ ნახევარში, დამტკიცდება ახალი სტრატეგია, რომელიც გაზრდილი ვალის ეფექტურ მართვაზე იქნება ორიენტირებული.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics