00:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 10:36:08, 467 ნახვა

მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი, 35 928 ახალი შემთხვევა, გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 35 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

კვირას ქვეყანაში ვირუსით კიდევ 326 ადამიანი გარდაიცვალა.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, რომ შემთხვევების „მკვეთრი და მოულოდნელი ზრდა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“. მანვე აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, უკავშირდება თუ არა ახალი შემთხვევების ზრდა ქვეყანაში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ სახეობას.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში გასულ კვირას კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ექსპერტების განცხადებით, ის გაცილებით სწრაფად ვრცელდება. აღნიშნულის გამო დიდ ბრიტანეთთან ფრენები რამდენიმე ქვეყანამ უკვე აკრძალა, მათ შორის გერმანიამ, იტალიამ, საფრანგეთმა და სხვებმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics