09:46 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 10:32:08, 499 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს.

მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე, თბილისის მერიის მიერ განხორციელდა წყალარინების ქსელის მოწყობა, გამგეობა კი საგზაო სამუშაოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ახლა კი, საგზაო სამუშაოები სრულდება.  დაახლოებით, 6 340 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი იგება. სამუშაოებისთვის  761 900 ლარამდე დაიხარჯება.

გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა განხორციელდა, სადაც ბეტონის გზა მოეწყობა. ასევე, განთიადის I შესახვევში მიმდინარეობს  წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, ვარდისუბნის ქუჩაზე, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარი მოწესრიგდა.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, ლევან კობიაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics