17:46 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-19 13:21:25, 558 ნახვა

კომენტარი
ჰანს კლუგე - საქართველოში დადებითი დინამიკაა, თუმცა საბოლოო მიზნამდე არ მივსულვართ, ამიტომ, დაიცავით ზომები

საქართველოში დადებითი დინამიკაა, თუმცა საბოლოო მიზნამდე არ მივსულვართ, ამიტომ, დაიცავით ყველა ზომა, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსაწონია ფაქტი, რომ საქართველოში კორონავირუსის მართვაში ახალგაზრდა მედიკოსები არიან ჩართულნი.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს ყველაფერს, რათა მეტი ახალგაზრდა იყოს მიზიდული საექიმო პროფესიაში და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა ეს ფაქტი, რომ ახალგაზრდებისთვის ეს პროფესია იყოს მიმზიდველი, გვყავდეს მეტი მედდა, ექიმი, სამედიცინო მუშაკი.

გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, არის დადებითი დინამიკა თქვენს ქვეყანაში, მაგრამ საბოლოო მიზნამდე ჯერ არ ვართ მისული, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ დავიცვათ ყველა ზომა“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 8 პირი საპროცესოს გაფორმების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლეს
სუს: ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს
გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics