10:12 - 06 Jun, 2026
|
2015-01-29 16:55:56, 2103 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო: ბელარუსი „რუსული სამყაროს“ ნაწილი არ არის
„ბელარუსი არც რუსული სამყაროს და არც რუსეთის ნაწილი არ არის“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. „არსებობენ ზოგიერთი ჭკვიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბელარუსი რუსული სამყაროს და რუსეთის ნაწილია. დაივიწყეთ, ბელარუსი სუვერენული და დამუკიდებელი სახელმწიფოა“, - განაცხადა ლუკაშენკომ. ბელარუსის ლიდერმა, ასევე, დონბასში მხარეებს სამხედრო მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდა. „ძალიან მინდა, რომ ევროპამაც, აშშ-მაც და რუსეთმაც, რომლებიც ამ კრიზისში ჩართულები არიან, გააკეთონ მაქსიმუმი ამ ომის დასამთავრებლად“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის მოვლენებში უკიდურესად არის ჩართული, რაც მისაღები არაა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)