|
2020-12-18 12:03:47, 547 ნახვა
საზოგადოება
პანდემიის გამო, შს-ს დანაყოფებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება შეზღუდულად უხდებოდათ
პანდემიის გამო, შს-ს დანაყოფებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება შეზღუდულად უხდებოდათ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. „პანდემიის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება შეზღუდულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვით უხდებოდა. დღემდე მომსახურების სააგენტომ ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს გაუწია მომსახურება. • დაწესებული რეგულაციების დაცვით მუშაობს დაცვის პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, რომელშიც მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ დაცვის პოლიციის ყველა მომსახურება, ერთიან სივრცეში. • მომსახურების სააგენტომ დაიწყო დამატებით ახალი ტიპის ცნობების გაცემა (მაგალითად, „იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“). წელსვე ამოქმედდა იარაღის რეგისტრაციის დისტანციური მომსახურება. • მზადების პროცესშია ინოვაციური სერვისი, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებების დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში რეგისტრაცია/გადაფორმებას. ასევე, სააგენტო მოქალაქეებს შესთავაზებს სანომრე ნიშნების შეცვლის გამარტივებულ, დისტანციურ საკურიერო სერვისს. • საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი კოვიდ რეგულაციების დაცვით 2020 წელს 400 000 - ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა“, - აღნიშნა გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)