|
2020-12-17 23:10:21, 623 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - კარგი განწყობა, ბავშვების კისკისი არის ზუსტად ის, რისიც ეშინია პანდემიას
კარგი განწყობა, ბავშვების კისკისი არის ზუსტად ის, რისიც ეშინია პანდემიას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთებისას განაცხადა. „მოგესალმებით ყველაზე თბილი და ლამაზი ქალაქის მცხოვრებლებს, მივესალმები სრულიად საქართველოს, ჩვენს სტუმრებს, ჩვენს საყვარელ ემიგრანტებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გვადევნებენ თვალს! განსაკუთრებით მივესალმები პატარებს – სწორედ თქვენი ჟრიამული, თქვენი სიხარულით სავსე თვალები არის ის სასწაული, რომელიც ნებისმიერ დღეს დღესასწაულად აქცევს. მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ერთმანეთის სიცოცხლეს. ალბათ იცით ბავშვებო ამბავი ძალიან ლამაზ და მამაც გოგონაზე, რომელმაც სძლია უდიდეს ბოროტებას და პატარების მფარველად იქცა“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქი მერმა ბარბარობის დღესასწაული მიულოცა სრულიად საქართველოს. „ჩემო პატარა მეგობრებო, გჯეროდეთ, არ არსებობს ბოროტება, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომითა და სოლიდარობით. პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ – ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს – იცოდეს, რომ არ გვეშინია, არასდროს დავნებდებით! ეს საახალწლო განათებები, ეს ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არის არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ გამოწვევა, არშეგუება იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო. ჩვენ წელს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად თბილისს, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის დროს გვაქვს ქვეყანაში. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, ზუსტად ეს არი ის, რისიც ეშინია პანდემიას და „კოვიდ-19“-ს. სიცოცხლე გრძელდება მეგობრებო, სიცოცხლე მშვენიერია. ახალი წელი მოიტანს ახალ იმედს და ჯანმრთელ მომავალს. მოდი, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე იმედით, რწმენით, რომ 2021 წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის წელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)