2015-09-29 11:03:24, 564 ნახვა
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა და პოლონეთის ელჩმა საგრანტო ხელშეკრულება გააფორმეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა და პოლონეთის ელჩმა საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გარემოს ეროვნულ საგენტოს 30 000 ევრომდე თანხის გამოყოფას ითვალისწინებს.
აღნიშნული თანხით თბილისში წყალდიდობების რისკების მონიტორინგისა და პროგნოზირების მიზნით თანამედროვე ტიპის მოწყობილობების შეძენა განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ეფექტურ მუშაობას, კერძოდ, გაძლიერდება სააგენტოს შესაძლებლობები წყალდიდობების რისკების მონიტორინგის პროგნოზირების კუთხით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან