|
2020-12-16 23:10:54, 486 ნახვა
კომენტარი
ლევან ჯღარკავა - ჩვენ არც ერთი ადამიანი საცხოვრებელი სახლიდან არ გამოგვიყვანია, მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი მოვახდინეთ
თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის თემაზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. ლევან ჯღარკავას განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ არაერთი უშედეგო გაფრთხილების შემდეგ, აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი კანონის სრული დაცვით განახორციელა და არ დაუშვა სახელმწიფო მიწის ორგანიზებულად მიტაცება. ამასთან, ლევან ჯღარკავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლებიდან ადამიანების გამოსახლების არცერთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, გამოსახლების პროცედურას, შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების სამსახური ახორციელებს და არა მერია. „მას შემდეგ, რაც ინსპექტირების ფარგლებში სახელმწიფო მიწაზე უკანონო შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება მოხდა, ეს ხალხი არაერთხელ გავაფრთხილეთ, როგორც დოკუმენტების დონეზე, ასევე სიტყვიერად და ამის დამადასტურელებელი მასალებიც არსებობს. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რათა თვითონვე განეხორციელებინათ დემონტაჟი. იქ შესახლებული არავინ არ იყო. შესახლებულ სახლებზე მოქმედებს სხვა საკანონმდებლო სივრცე. ძალიან რთულია მორალურად, როდესაც იქ მოსახლეობა ცხოვრობს, გამოიყვანო სახლიდან პატარა ბავშვი თუ ავადმყოფი ადამიანი. ეს უკვე ცალკე წარმოების წესია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავინ გამოგვიყვანია სახლებიდან. ის, რაც გუშინ ხდებოდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ეს პროცესი გრძელდებოდა. მათ ნაწილს ავტომობილები თუ უძრავი ქონება აქვს, რაც ნათლად ცხადყოფს, რომ ისინი არ არიან სოციალურად დაუცველები. პირიქით, ჩვენ ვხედავთ ადამიანთა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელთა საქმიანობაც აუცილებლად შესასწავლია", - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა. ლევან ჯღარკავას განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქში, 100-მდე უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა. მისივე თქმით, უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, სწორედ ზემოთხსენებული გარემოებების გამო არცერთხელ არ გასაჩივრებულა.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)