|
2020-12-16 16:02:43, 562 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: მზარდი დინამიკა სოფლის მეურნეობაში თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია
მზარდი დინამიკა სოფლის მეურნეობაში თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყების 2020 წლის ანგარიშის ჩაბარებისას განაცხადა. „ჩვენი დამოუკიდებლობის პირობებში, ისტორიული მაქსიმუმი გვაქვს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების გამოშვებაში - ეს არის დაახლოებით 5 მლრდ 800 მლნ საპროგნოზო მონაცემი. 2020 წლის ბოლო 2 კვარტლის მონაცემები ჯერ შეჯამებული არ არის, თუმცა სამინისტროს მიერ გაკეთებული ანალიზის მიხედვით, 2010 წლიდან დღემდე სახეზეა მზარდი დინამიკა რაც, სოფლის მეურნეობაში მიღებული შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. ეს არის იმ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რასაც სამინისტრო ახორციელებს. რა თქმა უნდა, ჩვენ სიღარიბე არ დაგვიძლევია 100 %- ით და არც 100 %-ით მიგვიღწევია კეთილდღეობისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც ამ რიცხვებში არის გამოხატული და ასეთი თანმიმდევრული პოლიტიკის პირობებში, მერწმუნეთ, რამდენიმე წელიწადში შევძლებთ როგორც თვითუზრუნველყოფის, ასევე თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის გაზრდას. ისტორიულ მაქსიმუმზეა აგროსასურსათო სექტორის მთლიანი გამოშვება და 2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 12 მლრდ ლარს შეადგენს , საიდანაც 5 მლრდ 400 მლნ პირველადი წარმოებაა, 6 მლრდ-ზე მეტი კი გადამუშავების შედეგად არის მიღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობის დარგში დამატებითი ღირებულება ორიათასი წლების დასაწყისიდან 2012 წლამდე მცირდებოდა. ჩვენს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების შედეგად 2017 - 2020 წლებში აღინიშნება დამატებითი ღირებულების მუდმივი ზრდა, რაც სწორი პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირებაა. მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო შედეგებია ვაჭრობის მაკრომაჩვენებლები. ხშირად ისმის კითხვა - სოფლის მეურნეობაში რამდენად თვითუზრუნველყოფილები ვართ თუ ყველაფერს იმპორტირებულს მოვიხმართ? - 2012 წლისთვის, აგრო-სასურსათო პროდუქტების ვაჭრობის დეფიციტი თითქმის 800 მლნ-მდე გვქონდა. დღეს, აღნიშნული მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა და 251 მლნ-ს შეადგენს. ჩვენი მიზანია, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ეს დეფიციტი აღმოვფხვრათ, საქართველო იქნება ნამდვილად თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა და ამის მაჩვენებელი იქნება მეტი ექსპორტი, იმპორტთან შედარებით, რაც დამატებითი სავალუტო შემოდინებების წყაროა ეკონომიკაში“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)