12:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 14:07:37, 466 ნახვა

საზოგადოება
ხმაური აფრიკის დასახლებაში - მერია უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟს ახორციელებს

ხმაურია აფრიკის დასახლებაში, სადაც მუნიციპალური სამსახურის მიერ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს.

ადგილზე უკვე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც პანდემიის პერიოდში ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, მათ საცხოვრებელ სახლებს ტრაქტორებით უნგრევენ.

„ბატონი სუბარი, წულუკიანი და „ქართული ოცნების წევრები ფეხშიშველი დადიოდნენ აქ ითხოვდნენ ხმებს. ეუბნებოდნენ რომ ხმა მოგვეცითო და სახლებს კი არა, მიწები რომ გაქვთ იქ და ჯოხი რომ გაქვთ ჩარჭობილი დაგიკანონებთო. როგორც კი თანამდებობები გაინაწილეს და არჩევნები მიიტაცეს სოზარი შეგრიხინდა პარლამენტში, მოიზომეს ყველაფერი და ეს ხალხი ვიღას ახსოვს. პანდემიის პერიოდში ადამიანები ფიზიკური გადარჩენისთვის რომ იბრძვიან, მოვიდნენ ტრაქტორებით და ადამიანებს აპირისპირებენ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics