|
2020-12-15 09:55:52, 573 ნახვა
სამართალი
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითური სქემა გამოავლინეს. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი: - 1994 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ღ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ი.დ. და 1990 წელს დაბადებული ვ.მ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველების მიერ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები, მათ მიერ წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, ავტოპორტალ „myauto.ge“-ზე ათავსებდნენ ვითომ გასაყიდი ავტომობილების ფოტოებს და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს უთითებდნენ, ავტომობილების შეძენის მსურველ პირებს კი ავტომანქანის გადაცემამდე, წინასწარ, მოტყუებით არიცხვინებდნენ მითითებული თანხის ნაწილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნულ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. ბრალდებულები დანაშაულებრივი სქემით მოქმედებისას, კვალის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა მობილურ ტელეფონსა და ნომრებს იყენებდნენ, გამოყენების შემდეგ კი სიმ- ბარათებს ანადგურებდნენ. სამართალდამცველებმა სამივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მობილური ტელეფონები, რომლებითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს სარგებლობდნენ. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)