23:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 18:35:58, 482 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი იან კელის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იან კელის შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ამერიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობის თაობაზე.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ელჩს საქართველოს ტურისტული და სატრანსპორტო პოტენციალი გააცნო. ასევე, მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა,  რომ აშშ არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი და უმსხვილესი ინვესტორი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2015 წლის ოქტომბერში გაიმართება. ფორუმის მიზანია ახალი ხედვების აღმოჩენა და პარტნიორობის გაძლიერება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics