|
2020-12-14 15:33:51, 683 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი „ისფედზე“ - არ მჯერა, რომ უნებლიეთ გაკეთებულია, ლამის გადააყირავა ეს ოკუპირებული ქვეყანა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, არ სჯერა, რომ ISFED-ის მიერ უნებლიე შეცდომა იქნა დაშვებული. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემდეგ აღნიშნული ორგანიზაცია პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს. „ISFED-ი არის ორგანიზაცია, ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ვითომ, უნებლიეთ დაშვებული ხარვეზით და შეცდომით, არ მჯერა, რომ ეს არის უნებლიეთ გაკეთებული, ლამის გადააყირავა ეს ოკუპირებული ქვეყანა და გაწირა მისი სტაბილურობა. თუ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამას ორი ხელით მივესალმები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აქ უნდა მობრძანდეს ქალბატონი ნიჟარაძე, აქ უნდა მობრძანდეს მისი ორგანიზაცია და უნდა ჩატარდეს საპარლამენტო საგამოძიებო პროცესი, პირველ რიგში, სწორედ ამაზე, რატომ არ დათვალეს სწორად, რატომ გამოაცხადეს „ქართული ოცნებისთვის“ ნაკლები მაჩვენებელი, ვიდრე ეს რეალობაში იყო და ეს მათივე ორგანიზაციის შიგნით, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით ჩატარებულმა აიტი აუდიტმა აჩვენა, რომ მათ მოატყუეს საზოგადოება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. მათივე ინფორმაციით, საბოლოო შეეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 47.6% მიიღო.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)