12:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 14:43:09, 567 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან ბოდიშებთან დაკავშირებული წინაპირობები მოლაპარაკებას ხელს უშლის

„ქართული ოცნების“ მხრიდან ბოდიშებთან დაკავშირებული განცხადებები მოლაპარაკებას ხელს უშლის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე მოუწოდებს ყველას, რომ ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მოლაპარაკებას ჩიხში მეტად შეიყვანს.

„სიტუაცია ძალიან მძიმეა და აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებთ, რომ ნუ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს და ნუ გავაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც მოლაპარაკებებს უფრო ჩიხში შეიყვანს. მოვუწოდებ როგორც „ქართულ ოცნებას“,  ასევე თითოეული ოპოზიციის მხარეს. ამ ეტაპზე, როგორც მე ვიცი, ყველა ოპოზიციური მხარე მზადაა მოლაპარაკებისთვის. წინაპირობების დაყენება ბოდიშებთან დაკავშირებით, რაც გვესმის „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების პროცესს ხელს უშლის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics