23:21 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-13 12:50:04, 931 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა The Sunday Times - ალექსეი ნავალნის მოწამვლა კლინიკაში გადაყვანამდე მეორედაც სცადეს

ალექსეი ნავალნის მოწამვლა კლინიკაში გადაყვანამდე მეორედაც სცადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა the sunday times ავრცელებს.

მედიის ცნობით, სპეციალური სამსახურის თანამშრომლები იუწყებიან, რომ რუსეთის ჯაშუშები ე.წ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის საწამლავით ნავანლის მოწამვლას იმაზე ადრე ეცადნენ ვიდრე ეს ბერლინში მიმავალ თვითმფრინავში მოხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში მიემგზავრებოდა, როდესაც თავი ცუდად იგრძნო და თვითმფრინავს  ქალაქ ომსკში ადრე დაშვება მოუწია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას „ატროფინი“ გაუკეთა, ხსენებული წამალი შხამსაწინააღმდეგო მომხარებისთვის გამოიყენება.

ამან მისი სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა მისი მოწამვლის საქმეზე გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics