2020-12-13 11:36:00, 4093 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის პანდემიაზე კონტროლის დამყარება 2021 წლის ზაფხულისთვის მოხერხდება
კორონავირუსის პანდემიაზე კონტროლის დამყარება 2021 წლის ზაფხულისთვის მოხერხდება.
ამის შესახებ კომპანია BioNTech-ის დირექტორმა უგურ შაჰინმა, FoxNews-თან ინტერვიუში განაცხადა.
უგურ შაჰინის განცხადებით, უდიდესი მნიშვნელობა Covid 19-ის დამარცხებისთვის ვაქცინის სწრაფ და ფართო გავრცელებას ექნება.
მისივე თქმით, ვაქცინაციის წყალობით სიტუაციის რადიკალური შეცვლა უკვე აპრილისთვის გახდება შესაძლებელი.
შეგახსენებთ იმასაც, რომ Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენების უფლება აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გასცა. კომპანიების ხელმძღვანელები დარწმუნებულნი არიან, რომ 2021 წლისთვის ვაქცინის 1,3 მილიარდი დოზის წარმოებას შეძლებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,