12:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-12 13:24:13, 724 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ - „ქართული ოცნების“ წევრებს, სავარაუდოდ, უკანონოდ ჰქონდათ ISFED-ის შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული

„ევროპული საქართველოს“ სპიკერის, თორნიკე დიასამიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრებს, სავარაუდოდ, წინასწარ უკანონოდ ჰქონდათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები ბოლო პერიოდში „უცნაურად გააქტიურდნენ.

„როდესაც გაყალბებაზე ვსაუბრობდით, „ევროპული საქართველო“ არასოდეს დავყრდნობივართ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური გადათვლის შედეგებს. „სამართლიანი არჩევნები“ ვერ აკონტროლებს ისეთი ტიპის გაყალბებეს, როგორიც არის ბიულეტენების ჩაყრა და რომლის ვიდეოზეც „ქართული ოცნების“ სასამართლოში თქვეს, რომ იქნებ სხვა რამ ჩაყარესო.

„სამართლიანი არჩევნები“ ვერ აკონტროლებს კარუსელებს, ძალადობას და სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წევრებს წინასწარ უკანონოდ ჰქონდათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული, რადგან ძალიან უცნაურად გააქტიურდნენ ბოლო დღეების განმავლობაში, რათა გადაემოწმებინათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგები, რითიც მათი აზრით, მახე დაუგეს ოპოზიციას“, - განაცხადა თორნიკე დიასამიძემ.

შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. მათივე ინფორმაციით, საბოლოო შეეგებით, "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში ხმების 47.6% მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics