11:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 16:59:11, 505 ნახვა

პოლიტიკა
„გირჩი“ არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა.

პარტიის განმარტებით, თუ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება, ოთხივე დეპუტატი მანდატებზე უარს იტყვის.

„დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა. ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ის იყო ერთპარტიული და დღეს იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი - 113 ადამიანი.

ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

გირჩი უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს - ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას, და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics