13:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 12:38:54, 633 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციამ, ბოლო 24 საათში, 2 ობიექტი დააჯარიმა, ხოლო 43-ს საქმიანობა შეუჩერა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში, 631 ობიექტის ინსპექტირება განხორციელდა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საზედამხედველო უწყებებმა ჯამში 2 ობიექტი დააჯარიმეს, ხოლო 43-ს საქმიანობა შეუჩერეს.

„ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინსპექტირება განხორციელდა 631 ობიექტზე, რომელთაგან ზეპირსიტყვიერი და წერილობითი რეკომენდაცია გაიცა 408 ობიქტზე, დაჯარიმდა 2 ობიექტი, საქმიანობა შეუჩერდა 43 ობიექტს, რემონიტორინგი განხორციელდა 156 ობიექტზე. რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ჯამში შემოწმდა 22 ობიექტი. 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში, საზედამხედველო უწყებების მიერ შემოწმებულია 26 231 ობიექტი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics