08:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-08 21:10:07, 634 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ საარჩევნო საკითხზე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ ყველაზე მთავარ, საარჩევნო საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძელვადიან თანამშრომლობას.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები დაახლოებულია.

„დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ საკითზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას მოგვცემს, ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება, ჩვენ პრაქტიკულად ამ საკითდზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ შესაძებელია სრულიად ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი, რაც შეეხება დროს, ყველას გვესმის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დანიშნა სხდომა, რა თქმ აუნდა, 11 დეკემბერს შედგება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, ამიტომ მანამდე უნდა გამოვიყენოთ დრო და შესაძლებლეობა, რომ ჩვენი მოლაპარაკება დავასრულოთ წარმატებულთად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics