|
2020-12-08 17:38:01, 636 ნახვა
რეგიონი
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს ჟანგბადის აპარატები გადაეცა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 80-მდე ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა. აღნიშნულ პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო. სამედიცინო აპარატები აჭარის 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და ის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე მკურნალობისათვის იქნება გამოყენებული. „საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადმოეცა ჟანგბადის აპარატები, რომელიც გაუნაწილდება მაღალმთიან აჭარას, ქობულეთს და ხელვაჩაურს. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება სამედიცინო სერვისების უწყვეტი მიწოდება თითოეული დაინფიცირებული მოქალაქისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მოხდება სოფლის ექიმების კიდევ უფრო მეტი ტექნიკური მხარდაჭერა, რომ მათ შეძლონ ადგილზე ყველა მოქალაქეს გაუწიონ ძირითადი სამედიცინო მომსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ყველას, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს, ქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან და უწყვეტ სამედიცინო მომსახურებაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ეპიდემიის ეფექტური მართვა და ამ ყველაფერთან ერთად ეკონომიკის და მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესება არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამოცანა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. კორონავირუსის მართვის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან სოფლის ექიმებიც. ჟანგბადის კონცენტრატორები უკვე გადაეცა კოვიდსასტუმროებსა და კოვიდმართვაში ჩართულ კლინიკებს. ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სოფლის ექიმებთან და მედპერსონალთან. მუნიციპალიტეტებისთვის ჟანგბადის აპარატების გადაცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)