2020-12-08 15:12:34, 442 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - არსებობს მოლოდინი, რომ არჩევნების შედეგი სარკისებრი სიზუსტით იქნება ასახული
„მოლოდინი არის, რომ არჩევნების შედეგი სარკისებრი სიზუსტით იქნება ასახული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ არსებობს მოლოდინი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით.
„მოლოდინი არის, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება იმ თვალსაზრისი, რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ იქნება. ანუ ეს იქნება სრულფასოვანი პარლამენტი, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალები იქნებიან წარმოდგენილნი და შესაბამისად, არჩევნების შედეგი, რომელიც გვაქვს დღეს და არის მრავალპარტიული პარლამენტი, სარკისებრი სიზუსტით იქნება ასახული“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან