2020-12-08 14:12:15, 541 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ქართულ პოლიტიკაში კამიკაძეებს არ ვიცნობ
„მე არ ვიცნობ ქართულ პოლიტიკაში კამიკაძეებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებს არ დაუკანონებენ.
„მე ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნებს არ დაუკანონებს არავინ. მაგრამ თუ მაინც და მაინც მეკითხებით, ვინმე აპირებს თუ არა შესვლას, რომ გითხრათ 60 კაცის სახელით კლასის დამრიგებელი ხო არ ვარ. სამი მოთხოვნაა მთავარი: ახალი არჩევნები, პატიმრები და საარჩევნო სისტემა. პირველი ორის გარეშე მესამეზე მიმდინარეობს ახლა საუბარი. პირველი მეორე კომპნენტის გარეშე, მე პირადად მესამე კომპონენტზე საუბარი დროის ფუჭ კარგვად მიმაჩნია. მე არ ვიცნობ ქართულ პოლიტიკაში კამიკაძეებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან